fbpx
Startseite » ჩვენ შესახებ » რეკომენდაციები

რეკომენდაციები

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება არის მესე ფრანკფურტის 67 საერთაშორისო პარტნიორთა შორის ერთ-ერთი და წარმოადგენს მის ინტერესებს საქართველოსა და სომხეთში. მოხარულნი ვართ, რომ 4 წლიანი თანამშრომლობის მანძილზე DWV-ს სახით შევიძინეთ კვალიფიციური, სანდო და ერთგული პარტნიორი. გვსურს გულითადი მადლობა გადავუხადოთ DWV-ს გაწეული მხარდაჭერისთვის.
შტეფანი ალფსმანი
Messe Frankfurt Exhibition GmbH
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება Arvato Bertelsmann-სთვის იყო კომპეტენტური პარტნიორი, რომელმაც სამაგალითო მხარდაჭერა გაუწია საქართველოს ბაზარზე შემოსვლის დაგეგმვისა და მომზადების პროცესში. განსაკუთრებით აღსანიშნავია DWV-ს თანამშრომლების ორგანიზატორული ნიჭი, მოქნილობა და სტუმართმოყვარეობა. როგორც ახალი წევრი, მოხარულნი ვართ, რომ მომავალშიც ვაგრძელებთ DWV-სთნ თანამშრომლობას.
იოს დორენბუში 
Majorel
DWV-მ წარმატებით უზრუნველყო სადისტრიბუციო პარტნიორების მოძიება კომპანია CLAAS-ისთვის, დაწყებული ლოკალური კვლევითა და დასრულებული შესაფერის პარტნიორებთან გაცნობითი გასაუბრების ორგანიზებისა და განხორციელების ჩათვლით. DWV-ს სწრაფმა და მარტივმა მუშაობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქმის წარმატებით განხორციელებაში.
იოაჰიმ ოლდენბურგი
 CLAAS Global Sales GmbH
ჩვენ შეიძლება DWV-ს გარეშეც შემოვსულიყავით საქართველოში, მაგრამ ჩვენი საქმიანობის დასაწყისი არ იქნებოდა ესეთი წარმატებული, რომ არა DWV-ს გვერდში დგომა. DWV იყო და დღესაც რჩება ჩვენი პირველი საკონტაქტო და საკოორდინაციო ორგანიზაცია საქართველოში როდესაც რაიმე რჩევა გვესაჭიროება. ფართო და ამომწურავი ცოდნა ქვეყნის შესახებ და მრავალი კონტაქტი სახელმწიფო დაწესებულებებთან, იურიდიულ კომპანიებთან, ბუღალტრებთან, სასტუმროებთან თუ სატრანსპორტო კომპანიებთან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მოქნილობას და სწრაფ ინტეგრაციას ყველა საკითხში, რაც ჩვენ საქართველოში დამკვიდრებაში მნიშვნელოვად დაგვეხმარა. DWV მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში არა მხოლოდ თარჯიმნის, არამედ მრჩეველის როლშიც გვედგა გვერდში. აღსანიშნავია, ასევე DWV-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიებები როგორც პოლიტიკური, ასევე არაფორმალური შეხვედრები ბიზნეს წარმომადგენლებთან, რაც ამყარებს ჩვენს სტრატეგიულ ორიენტაციას. და ეს ყველაფერი ხდება პიროვნულ დონეზე!
არმინ ჰესელმანი 
Arensia Exploratory Medicine GmbH
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება შესანიშნავი პარტნიორია მესე ფრანკფურტისთვის. განსაკუთრებით კმაყოფილნი ვართ მათი მომსახურებითა და საქმისადმი უშუალო მიდგომით საქართველოსა და სომხეთში. მათი საშუალებით ჩვენ დავამყარეთ ბევრი ახალი კონტაქტი. ჩვენ ყოველთვის გავუწევთ რეკომენდაციას გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებას.  
იურგენ ვერცი
Messe Frankfurt Exhibiton GmbH
„სიმენსი“ მრავალი წელია თანამშრომლობს გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ ხნის განმავლობაში DWV მუდმივად მხარში უდგას ჩვენს ორგანიზაციას , როგორც ერთგული პარტნიორი. მის მიერ ორგანიზებული ფორმალური თუ არაფორმალური ღონისძიებები ყოველთვის გამოირჩევა მაღალი დონით და რაც მთავარია, ძალიან მეგობრული გარემოთი. „სიმენსი“ ყოველთვის ირჩევს საუკეთესო პარტნიორებს და DWV -სთან მრავალწლიანი თანამშრომლობა ამის დასტურია.  
თომა ჯაიანი 
Siemens-ის წარმომადგენლობა საქართველოში
მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებას გაწეული თანადგომისათვის. კონტაქტების დასამყარებლად და პრობლემატური საკითხების გადასაჭრელად სწრაფი და იოლი დახმარების კუთხით DWV ნამდვილად კარგი მისამართია. სამომავლოდ ვისურვებდი, რომ თქვენი საქმიანობა ასევე გაგეგრძელებინოთ.
დენი პოკრაიჩიჩი
HANSA-FLEX Georgien
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება დაგვეხმარა საქართველოში ადვოკატების მოძიებაში. გვინდა გულითადი მადლობა გდავუხადოთ მათ ასეთი სწრაფი, კომპეტენტური და პროფესიონალური დახმარებისათვის, კარგი თანამშრომლობისა და თანადგომისათვის.
არტურ კონრადი 
ATLAS International GmbH
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWVG) დახმარებით ჩვენ დავამყარეთ კონტაქტი ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მომხმარებელთან; DWVG დაგვეხმარა ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაში, მისი შუამდგომლობით ჩვენ შევძელით მოგვეგო საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებული ტენდერი კაბელის შესყიდვაზე. DWVG- ს თანამშრომლების თავდაუზოგავი მუშაობა იყო შეუდარებელი.
ჰანს-იოახიმ გრიმი nkt
cables GmbH
დიდი მადლობა ბიზნეს შეხვედრების ორგანიზებისათვის, პროდუქტიული თანამშრომლობისა და შესანიშნავი პატრონაჟისათვის.
მიხაილ ვერნერი 
Farmingtons Automotive GmbH
ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ DWVG-ს მომსახურებით, გვინდა აღვნიშნოთ რომ კომპანიის თანამშრომლები არიან ძალიან სასიამოვნო და მეგობრულები. მათი თავდაუზოგავი მუშაობა განსაკუთრებით დაგვეხმარა საქართველოში ბიზნესის წარმოებაში. გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ვიმედოვნებთ რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება.  
ჰენრი ჰილე
Hydroprojekt Ingenieurgesellschaft mbH
მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ დახმარების გაწევისათვის მიწის შეძენის პრობლემასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ „გერმანული წისქვილის“ ამუშავებას ახლო მომავალში შევძლებთ.  
ახიმ დეპტაგერმანული
წისქვილი ბოლნისი
ბუნებრივია, საქართველოს ბაზარზე შესასვლელად ჩვენ დავუკავშირდით გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებას საქართველოში. ჩვენ მალევე მივხვდით, რომ ვიპოვეთ კომპეტენტური პარტნიორი, რომელიც გააადვილებდა და ხელს შეუწყობდა ჩვენს შესვლას ბაზარზე. ეს ეხებოდა ძირითადად ჰიდრორესურსების სეგმენტს. DWVG-ის მხარდაჭერით ჩვენ შევძელით სწრაფად შეგვესწავლა ბაზარი – დაწყებული პოტენციური პროექტებით, დამთავრებული ამ პროექტის ორგანიზაციული საკითხებით და მასში მონაწილე კომპანიებით.  
მარკუს გაიდელი
 VAG-Armaturen GmbH
DWV, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებსა და სახელმწიფო სტრუქტურებთან. გარდა ამისა, აღსანიშნავია გამოფენებზე ერთობლვი მონაწილეობის მნიშვნელობა. მოქნილი და სწრაფი კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიწოდების კუთხით DWV ყოველთვის საიმედო პარტნიორია. ჩვენ ვინარჩუნებთ მჭიდრო ურთიერთობას ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. სწორედ ამიტომ, DWV-ს წევრობა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რეკომენდაციას ვუწევთ საქართველოში მოქმედ სხვა გერმანულ კომპანიებსაც.
დავიდ ოკერი 
Robert Bosch GmbH
როგორც გაერთიანების ერთ-ერთი პირველი წევრი, შექმნის დღიდან თვალყურს ვადევნებთ DWV-ს სწრაფ განვითარებას. მოხარულნი ვართ, რომ დღეისათვის საქართველოში არსებობს ძლიერი გერმანული საზოგადოება და ჩვენ მის ნაწილს წარმოვადგენთ. DWV-ს მეშვეობით მისი წევრებისა და პარტნიორებისთვის ხელმისაწვდომია არაერთი ბიზნეს პლატფორმა. მაღალი დონის ყოველდღიური მხარდაჭერა, რასაც გაერთიანება წევრებისთვის უზრუნველყოფს, სრულიად DWV-ს გუნდის დამსახურებაა.
ზურაბ საპანაძე 
DHL Georgia

Deutsche Wirtschaftsvereinigung
Rustaveli Ave. 24
0108 Tbilisi, Georgien
Tel: +995-32-220-57-67
E-Mail: info(at)dwv.ge

Geschäftszeiten:

Mo.-Do.: 09:00-18:00 Uhr
Fr.: 09:00-16:00 Uhr

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
რუსთაველის გამზ. 24
0108 თბილისი
ტელ.: +995-32-220-57-67
ელ. ფოსტა: info(at)dwv.ge

სამუშაო საათები:
ორშ.-ხუთშ.: 09:00-18:00 სთ
პარ.: 09:00-15:00 სთ

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X