fbpx
Startseite » ჩვენ შესახებ » ჩვენ შესახებ
by David Hufschmidt

ჩვენ შესახებ

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) არის საწევრო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად არის ჩართული გერმანულ-ქართულ ბილატერალურ ეკონომიკურ საქმიანობაში.

DWV 2007 წელს დაარსდა და იგი დღეისათვის 180-ზე მეტ წევრს ითვლის, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში მოღვაწეობენ. ის ასევე Messe Frankfurt-ის, FRUIT LOGISTICA-ს და Senior Experten Service-ის ოფიციალური წარმომადგენელია.

DWV-ს მმართველი საბჭოს თავმჯდომარე არის დოქტ. საშა ტერნესი (ბლუორჩარდ ფაინანს ეს.ეი-ს წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში). მმართველი საბჭოს წევრთა რიგებში არიან აგრეთვე გიორგი ბათლიძე (BLC იურიდიული კომპანია), დავით შენგელია (კაპაროლ ჯორჯია), დოქტ. ოლივერ პაჩი (ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია) და სანდრო ბახსოლიანი (ინსტა). გერმანიის საელჩო თბილისში DWV-ს მმართველი საბჭოს მრჩეველი წევრია. მმართველი საბჭოს საპატიო თავმჯდომარე არის გერმანელი მეწარმე, პროფ. დოქტ. კლაუს ჰიპი.

DWV-ს მიზანია ხელი შეუწყოს გერმანიასა და საქართველოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების დამყარებას და დაიცვას გერმანული ეკონომიკის ინტერესები საქართველოში. გარდა ამისა, DWV ემსახურება გერმანულ ფირმებს და აქტიურ დახმარებას სთავაზობს ქართულ ბაზარზე შესვლასა და დამკვიდრებაში.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
რუსთაველის გამზ. 24
0108 თბილისი
ტელ.: +995-32-220-57-67
ელ. ფოსტა: info(at)dwv.ge

სამუშაო საათები:
ორშ.-ხუთშ.: 09:00-18:00 სთ
პარ.: 09:00-15:00 სთ

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X