Startseite » წევრების სიახლეები

წევრების სიახლეები

  • გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრ, TBC ბანკს, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ლოგისტიკის ხელშეწყობაში. მისი წვლილი ბოლო 2 წლის განმავლობაში 58%-ით გაიზარდა  და 2024 წლისთვის 400 მილიონ ლარს მიაღწია. ბანკის დაფინანსებით, E-60 Shipping Line-მა მეორე ბორანი შეიძინა, რომელიც ქართული დროშის ქვეშ გადაზიდვებს საქართველო-რუმინეთს შორის ასრულებს. ბანკის თანამონაწილეობა 19 მილიონ ლარს შეადგენს. ბორანს ფოთი -კონსტანცას მიმართულებით სხვადასხვა კატეგორიის ტვირთები გადააქვს, მათ შორის სარკინიგზო, სატვირთო და მსუბუქი მანქანები. მისი ტევადობა 80 დიდ სატვირთო და 30 მსუბუქ მანქანას მოიცავს. DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

    0 FacebookTwitterPinterestEmail
  • გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, ელემენტ ქონსთრაქშენი,  ტრენინგ ცენტრში  სასწავლო პროგრამაზე: ჰიდროსაიზოლაციო სისტემების მოწყობა– მსურველების მიღებას იწყებს. კურსის მონაწილეები სწავლას სრული დაფინანსებით შეძლებენ. პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელსაც გერმანელი ექსპერტი გაუძღვება. „ჰიდროიზოლაციის სისტემების მოწყობის“ 16-კვირიანი ინტენსიური პროფესიული მომზადების პროგრამა (კვირაში 40 საათი) გთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, შეისწავლო ჰიდროსაიზოლაციო მასალების ტიპები, თვისებები. ასევე, შეძლო ჰიდროიზოლაციის ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენება და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით, საძირკვლების, სარდაფების, სახურავების, ტერასების, აივნებისა და სველი წერტილების ჰიდროსაიზოლაციო სისტემების მოწყობა. …

    0 FacebookTwitterPinterestEmail
  • გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV)  წევრი კომპანია, ჰანიველ ცემენტი, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს. პროექტის 5 გამარჯვებული სტუდენტი ათი თვიას მანძილზე ფულად სტიპენდიას მიიღებს. კონკურსში მონაწილეობის მიღებას სტუდენტები შემდეგი მიმართულებებიდან შეძლებენ: ცემენტის ტექნოლოგია, ქიმია, ელექტრული ინჟინერია, მექანიკის ინჟინერია …

    0 FacebookTwitterPinterestEmail
  • გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი, საქართველოს ბანკი, აცხადებს საზაფხულო სტაჟირებას სტუდენტებისთვის, რომლებიც განათლებას საზღვარგარეთ იღებენ. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, პროფესიონალი გუნდისა და გამოცდილი მენტორების ჩართულობით, მიიღონ გამოცდილება ქვეყნის წამყვან ფინანსურ კორპორაციაში, 11 სხვადასხვა მიმართულებით სტაჟირება იძლევა ბანკის კონკრეტული მიმართულების პრაქტიკულად შეისწავლის, პროფესიული უნარების გაუმჯობესების და კარიერული ინტერესების განსაზღვრის შესაძლებლობას. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს. 

    0 FacebookTwitterPinterestEmail
  • გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, ავერსი ფარმამ, ელემენტ კონსტრაქშენთან თანამშრომლობით, ქ. თბილისში განახორციელა მასშტაბური სამშენებლო პროექტი. კომპანიამ 4,543 კვ.მ ფართობზე ააშენა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ლოგისტიკური ცენტრი. „ელემენტ კონსტრაქშენი“ …

    0 FacebookTwitterPinterestEmail
  • გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა თიბისი ბანკმა, ლონდონში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე EBRD-სგან  ორი ჯილდო მოიპოვა. თიბისი, ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად კიდევ ერთხელ დასახელდა, TFP-ის ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით. მეორე გლობალური ჯილდო – წლის …

    0 FacebookTwitterPinterestEmail
X
Skip to content