184
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, ავერსი ფარმამ, ელემენტ კონსტრაქშენთან თანამშრომლობით, ქ. თბილისში განახორციელა მასშტაბური სამშენებლო პროექტი.
კომპანიამ 4,543 კვ.მ ფართობზე ააშენა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ლოგისტიკური ცენტრი.
„ელემენტ კონსტრაქშენი“ არა მხოლოდ მშენებლობის განხორციელებაზე, არამედ არქიტექტურულ და სტრუქტურულ დაგეგმარებაზეც იყო პასუხისმგებელი. პროექტი ეფუძნება სასაწყობე სივრცეების თანამედროვე ტენდენციებს, უზრუნველყოფს ოპერაციების ეფექტურობასა და სივრცის რაციონალურ გამოყენებას.
მშენებლობა შესრულდა 𝗚𝗗𝗣 სტანდარტის სრული შესაბამისობით.
