2025 წლის 19 მარტს გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV) მონაწილეობა
მიიღო თიურინგიის მე-17 საგარეო სავაჭრო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში,
რომელიც DWV-ს პარტნიორი ორგანიზაციის, LEG Thüringen-ის ორგანიზებით ერფურტში
გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროს მაღალი რანგის
წარმომადგენლები, რომელთა მიზანიც იყო საერთაშორისო ეკონომიკური
ურთიერთობების გამყარება. მოწვეულმა ექსპერტებმა მიმოიხილეს გლობალური
ვაჭრობის სფეროში მიმდინარე ტენდენციები, ისაუბრეს მთავარ გამოწვევებზე,
მათი გადაჭრის პოტენციურ გზებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თიურინგიის კომპანიების წარმატებულ
ისტორიებს, რომლებმაც წარმატებით დაამკვიდრეს თავიანთი პროდუქტები და
სერვისები საერთაშორისო ბაზარზე.
ღონისძიების მრავალფეროვანი პროგრამა მოიცავდა ექსპერტთა მოხსენებებს ოცი
ქვეყნიდან, ინდივიდუალურ კონსულტაციებსა და ნეთვორქინგის
შესაძლებლობებს.
შეხვედრას ექსპერტის რანგში საქართველოდან ესწრებოდა
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი, ბ-ნ თომას
კიმესვენგერი, რომელმაც გერმანულ კომპანიებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
ჩვენი ქვეყნისა და მისი მრავალფეროვანი ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება LEG Thüringen-თან მესამე წელია
წარმატებით თანამშრომლობს. ამ დროის მანძილზე DWV-მ ორჯერ უმასპინძლა ბიზნეს დელეგაციას
თიურინგიიდან, რომელიც ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას
ისახავდა მიზნად.