გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი პროკრედიტ ბანკი წელს „Welcome to Georgia!“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მხარდამჭერი გახდა. ეს ღონისძიება 2015 წლიდან აღიარებს და ახალისებს ხარისხისა და ინოვაციების წარმატებულ დანერგვას საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაჯილდოვდა 1000-ზე მეტი ნომინანტი, მათ შორის 300-ზე მეტი გამარჯვებული.
დაჯილდოების მიზანია ინდივიდუალური წარმატების აღიარება და ეკოსისტემის განვითარება, რაც ხელს უწყობს ინოვაციას, ხარისხს და პროფესიონალიზმს. წელს, 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე, ახალი კატეგორიები და მოდერნიზებული შეფასების სისტემა იქნება წარმოდგენილი, რაც კონკურსს უფრო ღია და თანამედროვე პლატფორმად აქცევს.
პროკრედიტ ბანკის მარკეტინგის ხელმძღვანელი, მარიკა აბულაძე, აღნიშნავს, რომ ბანკი მხარს უჭერს ქალების მიერ წარმოებულ ბიზნესებს და მდგრადი ინიციატივებს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროში ქალების ჩართულობას. წელს რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 120-ს აღწევს, რაც ინდუსტრიის წარმომადგენლების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.

