საქართველო ვიზიტორებისთვის უფრო და უფრო საინტერესო ქვეყანა ხდება. ამას მოწმობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიც. 2024 წლის წლის პირველ ორ კვარტალში საქართველოში 2,123,816 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემს.
ტურისტების განსაკუთრებლული მატება ევროკავშირის ქვეყნებიდან ფიქსირდება. სტატისტიკის თანახმად, საქართველომ ბოლო 6 თვეში, გასულ წელთან შედარებით 24.3%-ით მეტ გერმანელ ვიზიტორს უმასპინძლა. გერმანიასთან ერთად, საგრძნობლად შესამჩნევია ვიზიტების ზრდის მაჩვენებელი საფრანგეთიდანაც, სადაც ტურისტთა მაჩვენებელი 30,3%-ითაა გაზრდილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ტურისტულ ვიზიტებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიით ითვლის, რაც უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს მოიცავს.