გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი საქართველოს ბანკი, მუდმივად მუშაობს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას საქართველოში.
ბიზნეს მენეჯერის პლატფორმის განახლებით, ბანკი შესაძლებლობას ქმნის ერთდროულად გადახდების მართვის, შეთავაზებების დაგეგმვისა და საინტერესო ტენდენციების აღმოჩენის საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. Ads მენეჯერის საშუალებით, შესაძლებელია, საკუთარი პროდუქტის ან სერვისის ინდივიდუალურად, კომპანიაზე მორგებული შეთავაზების შექმნა, რომელიც მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე 1 500 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელისთვის გამოჩნდება.
მიზანზე ორიენტირებული შეთავაზების შექმნისას მომხმარებელს, ციფრულ პლატფორმაში არსებული რჩევები დაეხმარებათ, ხოლო გაშვებული შეთავაზების ეფექტურად მუშაობას კი ანალიტიკის დახმარებით ადევნებს თვალს.
ბიზნეს მენეჯერის პლატფორმის საშუალებით, მომხმარებელი შეძლებს:
– გაიცნოს საკუთარი მომხმარებლებლები უკეთ და გააანალიზოს მათი ქცევა
– შექმნას თანადაფინანსებული შეთავაზებები და მომხმარებლის შეღავათისთვის გასაწევი ხარჯები გაინაწილოს
– მიიღოს დეტალური ინფორმაცია გაშვებული შეთავაზებების შედეგების შესახებ
– სასურველი შეთავაზებების შექმნისას აირჩიოს: გაყიდვების რაოდენობის ზრდა, საშუალო გადახდის ზრდა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა, ლოიალურობის ზრდა ან ახალი შეთავაზება, სადაც თავად შეძლებს მომხმარებლების აუდიტორიის, ასაკის, სქესის, შემოსავლების, ინტერესებისა და შეთავაზების პირობების განსაზღვრას.