ARDI, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანია, LXM Media & Publishing-თან პარტნიორობით ახალ სამოგზაურო დაზღვევის კამპანიას იწყებს. კამპანიის მიზანია სამოგზაურო დაზღვევა უფრო მარტივად ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს როგორც საქართველოში შემომსვლელი, ისე საქართველოდან გამსვლელი Wizz Air-ის მგზავრებისთვის.
კამპანია განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა უცხოელი ვიზიტორისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო გახდა.
თანამშრომლობის ფარგლებში ARDI საკუთარ სამოგზაურო დაზღვევის შეთავაზებებს Wizz Air-ის მგზავრებთან სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით გაავრცელებს. ელექტრონული ავიაბილეთის მიღების შემდეგ Wizz Air-ის მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ARDI-ის სამოგზაურო დაზღვევის ექსკლუზიური შეთავაზებებით. შეთავაზება ხელმისაწვდომი იქნება როგორც ევროპის მიმართულებით მიმავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, რომლებიც Wizz Air-ის რეისებით საქართველოში ჩამოდიან.
აღნიშნული თანამშრომლობა ARDI-ის მხრიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების ცნობადობის გაზრდის მიმართულებით. ამავდროულად, მგზავრებს შესაძლებლობა ეძლევათ, მგზავრობამდე მარტივად შეიძინონ დაზღვევა Wizz Air-ის ციფრული არხების საშუალებით, რომლებსაც კამპანიის ფარგლებში ექსკლუზიურად LXM Media & Publishing მართავს.
„მოგზაურობა ბილეთის შეძენით არ სრულდება – ის სწორედ აქედან იწყება. ჩვენი მიზანია, ადამიანებმა მოგზაურობა მშვიდად დაიწყონ და იცოდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში სანდო სამოგზაურო დაზღვევაზე წვდომა აქვთ“, – აცხადებს ARDI-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი თეონა გოდერიძე.
კამპანიის ფარგლებში Wizz Air-ის მგზავრებს სპეციალურად შექმნილი ონლაინ პლატფორმის საშუალებით შეეძლებათ ისარგებლონ ექსკლუზიური ფასდაკლებებით ARDI-ის საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევაზე და Welcomer-ზე – საქართველოში შემომსვლელი უცხოელი ვიზიტორებისთვის განკუთვნილ სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევაზე.
ARDI საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს ჯანმრთელობის, ავტო, ქონებისა და სამოგზაურო დაზღვევის სრულ სპექტრს სთავაზობს.
ARDI-ში მიაჩნიათ, რომ დაზღვევის მთავარი დანიშნულება ადამიანების შეზღუდვა კი არა, მათთვის მეტი თავისუფლების მიცემაა – შესაძლებლობა, მეტი თავდაჯერებით იმოგზაურონ, აღმოაჩინონ ახალი ადგილები, შექმნან და სრულფასოვნად იცხოვრონ.
ეს ფილოსოფია კომპანიის მთავარ ბრენდულ იდეაშიც აისახება: „Time to Live.“
