თბილისის მერია, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით, 5-წლიანი პროექტის განხორციელებას იწყებს.
პროექტის მიზანი ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებაა, იუწყება მერია. კერძოდ, დაგეგმილია ჭკვიანი სისტემების (ITS) დანერგვა.
პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, იუწყება მერია.