როგორც ანალიტიკოსი, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი, აცხადებს, „საქართველო ევრაზიული კორიდორის გადამწყვეტი ნაწილი ხდება“, და „ესაა გაორმაგებული ეკონომიკური შემოსავლები და უსაფრთხოება“.
კასრელიშვილი აღნიშნავს, რომ ევროპაში გაზის მიწოდების „იდეალური ვარიანტი გაჩნდა“. კერძოდ, „ყაზახეთის და თურქმენეთის ენერგომატარებლები კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქეთში ჩავა და მთელს ევროპაში თურქეთიდან განაწილდება“, განმარტავს ის.
ამ ფონზე, კასრელიშვილის თქმით, საქართველომ მომსახურების სფეროში ინფრასტრუქტურა უნდა გააძლიეროს. „ჩვენ ავიაგადაზიდვების სერვისი არ გვაქვს, ფოთის და ბათუმის პორტები აუცილებლად მოდერნიზებული უნდა გახდეს, მათი გამტარუნარიანობა უნდა გაიზარდოს. დადგა დრო, ანაკლიაში პორტიც აღვადგინოთ“, რკინიგზის მოდერნიზებაც უნდა მოხდეს, აცხადებს ის.