გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, ელემენტ ქონსთრაქშენი, ტრენინგ ცენტრში სასწავლო პროგრამაზე: ჰიდროსაიზოლაციო სისტემების მოწყობა– მსურველების მიღებას იწყებს. კურსის მონაწილეები სწავლას სრული დაფინანსებით შეძლებენ. პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელსაც გერმანელი ექსპერტი გაუძღვება.
„ჰიდროიზოლაციის სისტემების მოწყობის“ 16-კვირიანი ინტენსიური პროფესიული მომზადების პროგრამა (კვირაში 40 საათი) გთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, შეისწავლო ჰიდროსაიზოლაციო მასალების ტიპები, თვისებები. ასევე, შეძლო ჰიდროიზოლაციის ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენება და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით, საძირკვლების, სარდაფების, სახურავების, ტერასების, აივნებისა და სველი წერტილების ჰიდროსაიზოლაციო სისტემების მოწყობა.
სწავლის პარალელურად კომპანია კურსის მონაწილეებს დასაქმებასა და მზარდ ანაზღაურებას სთავაზობს. პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაცია უნდა შეავსონ 10 ივნისამდე ამ ბმულზე.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დარეკეთ ტელეფონზე: 𝟱𝟭𝟭 𝟮𝟮 𝟰𝟳 𝟵𝟬
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.