Startseite » news_ge » 2024 წლის ტრანსპორტი და ლოგისტიკა რიცხვებში

2024 წლის ტრანსპორტი და ლოგისტიკა რიცხვებში

by Salome Mumladze

2024 წელს, საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის წარმოებამ 9.7 მლრდ ლარს მიაღწია, რაც, წინა წელთან შედარებით, 14%-ით მეტია – 8.51 მლრდ ლარი. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ვკითხულობთ.

ანალიზში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის 9.7 მლრდ-იანი წილი, საქართველოს მთლიანი ეკონომიკური წარმოების დაახლოებით 6.6%-ია.

„2024 წელს, საქართველოში, საქართველოდან და საქართველოს გავლით 31 მლნ ტონა ტვირთი გადაიტანეს, რაც, გასულ წელთან შედარებით, 5%-იანი ზრდაა. იმპორტირებული ტვირთების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა, ექსპორტი – 10%-ით, ხოლო სატრანზიტო ტვირთები – 3%-ით. ტრანზიტი კვლავ დომინირებდა და მთლიანი ტვირთების გადაზიდვის 55%-ს შეადგენდა, შემდეგ 37%-იანი წილით იმპორტი მოდის, ექსპორტს კი 8%-იანი წილი აქვს.

ქართველოს პორტებისა და ტერმინალების მიერ გადამუშავებული ტვირთების მთლიანმა მოცულობამ 15.6 მლნ ტონა შეადგინა, რაც წლიური 6%-იანი მატებაა.

სარკინიგზო ტვირთების მოცულობა წლიურად 1%-ით გაიზარდა და 13.7 მლნ ტონას მიაღწია.

საგზაო ტვირთების გადაზიდვის სრული ოდენობა 14.8 მლნ ტონა იყო, რაც ახალი რეკორდია – გასულ წელს 4%-ით ნაკლები (14.23 მლნ ტონა) იყო.

რაც შეეხება საჰაერო ტვირთებს, მისი სრული მოცულობა 26.2 ათასი ტონა გახლდათ და ეს წლიური 34%-იანი ზრდაა“, – აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.

You may also like

X