გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა კომპანიამ „დიომ“ წარმატებით ჩაატარა ენერგოეფექტური არქიტექტურის კონფერენცია 2025, რომელიც პროფესიონალ არქიტექტორებს, ინჟინრებსა და დეველოპერებს აერთიანებდა.
ღონისძიებაზე Aluprof-ისა და Aluplast International-ის საერთაშორისო ექსპერტებმა, ასევე საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრეს ფასადების, საჩრდილობელი სისტემებისა და ენერგოეფექტური დიზაინის თანამედროვე ტენდენციებსა და მომავალზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კარისა და ფანჯრის, ასევე მზის საჩრდილობლის ინოვაციურ სისტემებს, რომლებიც ენერგოეფექტურობის მაქსიმიზაციას უწყობენ ხელს.
კონფერენციის მთავარი ღირებულება იყო სტუმრებისთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და მნიშვნელოვანი ცოდნის გაზიარება, ასევე ახალი პროფესიული კონტაქტების გაღრმავების შესაძლებლობა.
კომპანია „დიო“, რომელიც თითქმის 30 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აქტიურად უწყობს ხელს სამშენებლო ინდუსტრიაში ევროპული სტანდარტებისა და ინოვაციური მიდგომების გავრცელებას.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.
