გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა ნექსიამ, ტაშკენტში 9-10 ოქტომბერს, კავკასიისა და ცენტრალური აზიის წევრი კომპანიების კონფერენცია გამართა.
კონფერენციაში მონაწილეობდა ნექსიას ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, მეთიუ ჰოული, რომელმაც ისაუბრა ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის წინსვლაზე, პროფესიული სერვისების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნექსია საქართველოს მმართველი პარტნიორები, გელა მღებრიშვილი და დავით ლომიძე, ასევე ნექსიას გლობალ ოფისის წარმომადგენელი, ანანო მინაძე.
კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, გელა მღებრიშვილმა, მონაწილეებს რეგიონის განვითარების პერსპექტივები, ქსელის წევრებისთვის არსებული შესაძლებლობები გააცნო და ერთიანი ზრდისთვის საერთო მიზნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ სწორედ, ნექსია საქართველოს მხარდაჭერით გაიხსნა უზბეკეთის ოფისი, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი საერთაშორისო ქსელის განვითარებაში.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქსელის ერთიანობა და პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ნდობაზე, პროფესიონალიზმსა და განვითარებაზე.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.
