Startseite » news_ge » ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტი: Condor Airlines საქართველოში შემოდის

ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტი: Condor Airlines საქართველოში შემოდის

by DWV Admin

2026 წლის 15 ივნისიდან, საქართველოს ავიაბაზარზე Condor Airlines ფრენებს განაახლებს.  Condor Airlines პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით ყოველდღიურად განახორციელებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2025 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია 60 ბოინგისა და ეარბასის ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.

You may also like

X
Skip to content