გერმანის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრ, საქართველოს ბანკსა და Bene Group-ს (ლოგისტიკური და სატრანსპორტო მომსახურება) შორის ახალი ლოგისტიკური პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროექტის ჯამური ღირებულება $5.5 მილიონია, რაც სრულად არის დაფინანსებული საქართველოს ბანკის მიერ.
პროექტი ითვალისწინებს გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში, 13,000 კვ.მ ფართობის თანამედროვე სასაწყობო კომპლექსის მშენებლობას.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.