DWV-ის წევრი კომპანია გრანთ თორნთონ აკადემია ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს საქართველოში ფინანსური მიმართულებით პროფესიული განათლების სფეროში. ახლა აკადემიას სპეციალური სტატუსი მიენიჭა — იგი ოფიციალურად სერტიფიცირდა როგორც ACCA-ს (Association of Chartered Certified Accountants) რეგისტრირებული სასწავლო პარტნიორი (Registered Learning Partner, RLP).
ACCA-ის რეგისტრირებული სასწავლო პარტნიორის სტატუსი ენიჭებათ მხოლოდ იმ სასწავლო ცენტრებს, რომლებიც:
- უზრუნველყოფენ ხარისხიან სწავლების პროცესს ACCA-ის სტანდარტების შესაბამისად.
- აფასებენ და აუმჯობესებენ საგანმანათლებლო პროგრამებსა და მეთოდოლოგიას.
- სთავაზობენ მონაწილეებს სწავლისადმი მხარდაჭერასა და პროფესიული განვითარების გზებს.
- რეგულარულად გადიან ხარისხის კონტროლის პროცესებს ACCA-ს მხრიდან.
აღნიშნული სტატუსი გრანთ თორნთონ აკადემიას აძლევს უფლებას, საქართველოში შესთავაზოს ACCA-ს მიერ სერტიფიცირებული პროგრამები, მათ შორის IPSAS, საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგება და მონაცემთა ანალიზი, რითაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი პროფესიონალი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაში. აკადემიისთვის ეს სტატუსი ერთდროულად წარმოადგენს როგორც მოტივაციას, ასევე ვალდებულებას, კიდევ უფრო განავითაროს თავისი წამყვანი როლი პროფესიული განათლების სფეროში — პრაქტიკაზე ორიენტირებული და საერთაშორისო დონეზე აღიარებული სასწავლო პროგრამების შეთავაზებით საქართველოს ბაზარზე.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.
