Startseite » news_ge » ბათუმში PROPERTY EXCLUSIVE 2025 გაიმართა

ბათუმში PROPERTY EXCLUSIVE 2025 გაიმართა

by DWV Admin

2025 წლის 21 ივნისს, ქ. ბათუმში, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) მხარდაჭერით, ექსკლუზიური შეთავაზებების სექტორის მთავარი ღონისძიება– PROPERTY EXCLUSIVE 2025 Batumi – Summer specials – გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო უძრავი ქონების ჰაბი Property Georgia, მთავარი პარტნიორი — FIABCI-Georgia, ხოლო გენერალური სპონსორი — FMG Soft Odoo.

ღონისძიება გაიხსნა უძრავი ქონების თემატური საუბრებით Property Talks, რომელიც წარმოადგენს პანელურ დისკუსიას:,, ინვესტიციების, გაყიდვებისა და ტექნოლოგიების მომავალი უძრავ ქონებაში.”  Property Talks-ს დაესწრნენ პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანიები და ორგანიზაციები, FIABCI-Georgia-ს წევრი და არაწევრი უძრავი ქონების კომპანიები.

𝐏𝐑𝐎𝐏𝐄𝐑𝐓𝐘 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄 𝟐𝟎𝟐𝟓-ის დამსწრეები ექსკლუზიურად ერთ სივრცეში გაეცნენ უძრავი ქონების და სექტორთან დაკავშირებულ სიახლეებს. ასევე გაიმართა B2B/B2C შეხვედრები. დღის მანძილზე პარტნიორმა კომპანიებმა გაათამაშეს სხვადასხვა პრიზები.

You may also like

X
Skip to content