გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართულ გამოფენა „ProWein 2023“-ში (19-21 მარტი) ქართული ღვინის 25 კომპანია მონაწილეობდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, გამოფენის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კომერციული სექტორის, მედიის და მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან.
ქართული კომპანიების მონაწილეობა, სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზებულ იქნა ასოციაცია ქართული ღვინოს მიერ.