კომპანია „დიო“-მ ახალი პროექტი #საიმედორეკომენდაციები დაიწყო.
პანდემიიდან გამომდინარე დიოს შოუ რუმები დროებით დახურულია და კომპანია მხოლოდ დისტანციურ შეკვეთებს იღებს. აღნიშნული პროექტი დიოს საშუალებას აძლევს, ვირტუალურად უმასპინძლოს მომხმარებელს და გაუადვილოს შერჩევის პროცესი.
დისტანციური კონსულტაციის სერია მომხმარებელს პროდუქციის ონლაინ შერჩევისას გადაწყვეტილების მიღებას უადვილებს; ამასთანავე საჭირო ინფორმაციას აწვდის თუ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით რას უნდა მიაქციოს ყურადღება. პროექტი ვლოგის სახით ვიდეო რგოლების სერიას მოიცავს, რომელიც კვირაში ერთხელ „დიო“-ს დიჯითალ არხებში თავსდება. კომპანიის გამოცდილი და კომპეტენტური თანამშრომლები კი მომხმარებელს საინტერესო რჩევებსა და რეკომენდაციებს უზიარებენ, დაწვრილებით საუბრობენ ინტერიერისა და ექტერიერის პროდუქტების შერჩევისას კონკრეტულად რა საკითხებსა და დეტალებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
ვლოგები ხელმისაწვდომია დიოს იუთუბის არხზე