Startseite » news_ge » შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდება

შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდება

by DWV Admin
Giorgi Gakharia

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე დაადასტურა, რომ COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდება.
პრემიერმა მიუთითა ბოლო 2 თვის განმავლობაში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე, თუმცა აღნიშნა, რომ დღეში დაახლოებით 1,500 ინფიცირებული საქართველოსთვის არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. 15 იანვრის მონაცემებით, გამოვლინდა COVID-19-ის 1,177 ახალი შემთხვევა.
„შემდგომი ეტაპისთვის, იმისთვის, რომ წარმატებულად გავაგრძელოთ როგორც ეპიდემიასთან ბრძოლა, ისე ეკონომიკის ეფექტური გახსნა, ცოტა უნდა შევცვალოთ მუშაობის სქემა“, განაცხადა გახარიამ.
პანდემიასთან ბრძოლაში პრემიერმა 3 პრიორიტეტი დაასახელა: ტესტირების სქემის შეცვლა და გაზრდა, მიზნობრივი ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნება და ვაქცინაცია. ხოლო უშუალოდ ვაქცინაციისთვის, საჭიროა წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა აცრაც, პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ”, განაცხადა მან.

საინფორმაციო სააგენტო “სარკე”
18.01.2021

You may also like

X
Skip to content