მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან, დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება ხდება სავალდებულო, იუწყება შემოსავლების სამსახური.
როგორც აღნიშნულია, დამქირავებელი ვალდებულია 1 მარტამდე რეესტრში ელექტრონულად ასახოს, 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, აქტიური და შეჩერებული სტატუსის მქონე დაქირავებული პირების შესახებ ინფორმაცია. რეესტრის შევსება უნდა ხდებოდეს შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალის მეშვეობით (eservices.rs.ge).
რეესტრში უნდა იყოს მითითებული დაქირავებული ფიზიკური პირის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო განაკვეთი და სტატუსი (აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი).
ინფორმაციის არასწორად მითითება იწვევს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას, აღნიშნავს შემოსავლების სამსახური.
საინფორმაციო სააგენტო “სარკე”
18.01.2021