საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაა.
გერმანიის შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრამდე მათ შორის, ვისაც თავშესაფარზე უარი უთხრეს, 15.6% საქართველოდან და მოლდოვიდან იყო.
შეთანხმებით ასევე გერმანიაში სეზონურად დასაქმების შესაძლებლობები ფართოვდება, და გაძლიერდება თანამშრომლობა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გაფართოებისთვისაც.
გერმანია მსგავსი ხელშეკრულების დადებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს მოლდოვასთან, კენიასთან, კოლუმბიასთან, უზბეკეთთან, ყირგიზეთთან და მაროკოსთან.