ჩვენ სისტემატურად ვაქვეყნებთ ჩვენი წევრების სიახლეებს.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრმა, საქართველოს ბანკმა, ფინანსური განათლების ეკოსისტემის ფარგლებში საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის პრაქტიკული ფინანსური ცოდნისა და უნარების ხელმისაწვდომობის გაზრდა განაგრძო.
ინიციატივის მიზანია, ბავშვებს, ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს დაეხმაროს გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში და საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.
2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემამ 185 000-ზე მეტი მომხმარებელი მოიცვა. ინიციატივის ფარგლებში ფინანსური განათლების აქტივობები ქვეყნის მასშტაბით 350-ზე მეტ სკოლაში განხორციელდა, ხოლო ფინანსური წიგნიერების გაკვეთილებში 4 000 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბავშვებისა და მოზარდებისთვის შექმნილი ფინანსური განათლების აპლიკაცია sCoolApp, რომელიც ინტერაქციული კონტენტისა და თამაშის ელემენტების საშუალებით მომხმარებლებს ფინანსური ცოდნის განვითარებაში ეხმარება.
საქართველოს ბანკის თანამშრომლები მოხალისეების სახით სკოლებში ფინანსური წიგნიერების გაკვეთილებსაც ატარებენ. ამასთანავე, ბანკი თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან და სტუდენტებს პრაქტიკულ კურსებსა და სასწავლო მასალებს სთავაზობს.
სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის განკუთვნილი სასერტიფიკატო ტრენინგები მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა ბიუჯეტის მართვა, დაზოგვა, პასუხისმგებლიანი სესხება და ფინანსური კეთილდღეობა.
ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ბანკი ასევე ქმნის ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილ ციფრულ და მედიაკონტენტს და თანამშრომლობს სხვადასხვა მედიაპლატფორმასთან, რათა ფინანსური საკითხები მარტივი და გასაგები ფორმით კიდევ უფრო ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს.
საქართველოს ბანკის განცხადებით, ფინანსური განათლების ეკოსისტემის გრძელვადიანი მიზანია ფინანსური ცოდნა ცხოვრების ყველა ეტაპის განუყოფელ ნაწილად აქციოს და ადამიანებს ფინანსური შესაძლებლობების გააზრებულად გამოყენებაში დაეხმაროს.













„ეს ჩვენთვის გადამწყვეტი ნაბიჯია, რადგან საქართველოში ჩვენი სერვისების განვითარების გაგრძელება გვაქვს დაგეგმილი. დამატებითი ლოგისტიკური ფართობი საშუალებას მოგვცემს მზარდი ბიზნეს მოცულობები სწრაფად და მოქნილად ვმართოთ, და უზრუნველვყოთ მომხმარებლის კმაყოფილება”, – აცხადებს Gebrüder Weiss-ის საქართველოს გენერალური დირექტორი ალექსანდრე ხარლამოვი.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, DB Schenker საქართველო იწყებს ახალ სარკინიგზო-საკონტეინერო-სატრანსპორტო მომსახურებას, რომელიც დააკავშირებს საქართველოსა და ჩინეთს შუა დერეფნის მეშვეობით. ეს ინოვაციური მომსახურება საიმპორტო ლოგისტიკის ლანდშაფტში მნიშვნელოვან ცვლილებებს გულისხმობს და უზრუნველყოფს ტვირთების ყველაზე სწრაფ ტრანზიტს ჩინეთიდან საქართველოში.
ლყოფს სანდო და უსაფრთხო გზას ტვირთისთვის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან, გადაკვეთს ყაზახეთს, კასპიის ზღვას, გაივლის აზერბაიჯანს და საბოლოოდ სრულდება საქართველოში. აღნიშნული მულტიმოდალური სატრანსპორტო სისტემა, აერთიანებს რა რკინიგზასა და საზღვაო ტრანსპორტს, უზრუნველყოფს საკონტეინერო ტვირთების შეუფერხებელ და ეფექტურ გადაზიდვას.






