Startseite » news_ge » წყნეთში “ავერსის” ახალი აფთიაქი გაიხსნა

წყნეთში “ავერსის” ახალი აფთიაქი გაიხსნა

by Salome Mumladze
Aversi Tskneti

16 თებერვალს წყნეთში “ავერსის” აფთიაქი გაიხსნა. დედაქალაქისთვის ეს კომპანიის ას მეოცე აფთიაქია, მთელი საქართველოს მასშტაბით კი “ავერსის” სააფთიაქო ქსელი 272 ფილიალს აერთიანებს.

აფთიაქი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი. არის ბავშვთა კვების, მოვლისა და ჰიგიენის საშუალებების კუთხე. დარბაზში განლაგებულია კუნძულები, სადაც მომხმარებლებს თავად შეეძლებათ სასურველი კოსმეტიკური პროდუქციის შერჩევა. მათ ფარმაცევტებისა და კონსულტანტების კვალიფიციური გუნდი მოემსახურება.

ქსელის ხელმძღვანელმა ეკა ბურძენიძემ აღნიშნა, რომ აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით მომხმარებლებს სიურპრიზები ელით. თვის ბოლომდე აქ წარმოდგენილ სრულ ასორტიმენტზე ყოველდღიური ფასდაკლება გავრცელდება. ამასთან, 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს “ავერსის” ექსკლუზიურ ბრენდებზე.

You may also like

X
Skip to content