fbpx
Startseite » news_ge » მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ფორუმი

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ფორუმი

by Salome Mumladze
SME_Development_Forum_2021_USAID_AHK_DWV-Banner-2

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) გერმანულ-აზერბაიჯანული სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან (AHK Azerbaijan),  გერმანულ-ბელორუსული სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან (AHK Belarus) და გერმანულ-უკრაინული სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან (AHK Ukraine) ერთად ატარებს  მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ფორუმს „დივერსიფიკაცია და ინოვაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (4-5 მარტი 2021). პროექტი ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და მეწარმეობის ზრდის პროექტის (EDGE) ფარგლებში.

ფორუმის მიზანია, შექმნას უნიკალური პლათფორმა, რომელიც გააერთიანებს ბიზნესის და ეკონომიკის მაღალი რანგის წარმომადგენლებს და პოლიტიკური ინსტიტუციებს გერმანიიდან, აგრეთვე აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებიდან, როგორებიც არის აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო და უკრაინა. გარდა ამისა, პანელური დისკუსიების, თემატური მოხსენებების და ვორქშოფების საშუალებით, ღონისძიება დიალოგის ექსკლუზიურ შესაძლებლობას იძლევა საჯარო და კერძო სუბიექტებს შორის.

ფორუმის დისკუსიის მთავარ განსახილველ თემებს წარმოადგენს შემდეგი სექტორები:

  • თემატური მოხსენებები ეკონომიკის აქტუალური მდგომარების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების და რეფორმების შესახებ აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოსა და უკრაინაში (4 მარტი, 2021)
  • პანელი 1 – სოფლის მეურნეობა: ექსპორტი გერმანიასა და ევროკავშირში – სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე საწარმოების შესაძლებლობები და გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (4 მარტი, 2021)
  • პანელი 2 – ტურიზმი: ტენდენციები და სამაგალითო გამოცდილება ეკოლოგიური და აგრო ტურიზმის მიმართულებით გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (4 მარტი, 2021)
  • პანელი 3 – ქალთა მეწარმეობა: მჭიდრო კონტაქტების დამყარება ქალ ლიდერებს შორის გერმანიიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (5 მარტი, 2021)
  • ვორქშოფი კომპანიებითვის: Courageous Leadership – Netzwerken für Empowerment (5 მარტი, 2021)

დამატებითი ინფორმაცია და ფორუმის პროგრამა იხილეთ აქ . ღონისძიების სამუშაო ენა არის ინგლისური. გათვალისწინებულია მხოლოდ საკვანძო შენიშვნების და დისკუსიის თარგმანი, აზერბაიჯანულ, გერმანულ, ქართულ და რუსულ ენებზე. მონაწილეობა უფასოა. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 25.02.2021-მდე, ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით. რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა მონაწილეობისთვის.

ყველა სხვა დამატებითი ინფორმაცია საერთაშორისო პროექტის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კომპანიების წარმატებული ისტორიების შესახებ, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში იხილეთ პროექტის ვებ-გვერდზე. აქ გაეცნობით აგრეთვე ოთხ მონაწილეს საქართველოდან:

ვებ-გვერდზე განთავსებულია აგრეთვე, პროექტის ოთხი პარტნიორის მიერ შედგენილი ბაზრის კვლევა, რომელიც ეხმიანება პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შანსები და გამოწვევები აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოსა და უკრაინაში“ თემატიკას, რომლის დგები ასევე წარმოდგენილი იქნება ფორუმის ფარგლებში.

ოისძიებასთანდვშირებით დამატებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ: ალინა დოსტ (alina.dost@dwv.ge) ან მარია ბრეგაძე (maria.bregadze@dwv.ge).

You may also like

X