Startseite » news_ge » საკანონმდებლო სიახლე: ცვლილებები დღგ-ის გადამხდელებისათვის

საკანონმდებლო სიახლე: ცვლილებები დღგ-ის გადამხდელებისათვის

by Salome Mumladze
Legal Report 02.02.2021

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის N 107 ბრძანების საფუძველზე, განისაზღვრა თუ რა შემთხვევაში ენიჭება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს კვალიფიციური ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. კანონში გაჩნდა ახალი ტერმინი „არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელი“. ცვლილებები 2021 წლის 20 იანვარს შევიდა ძალაში.
კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელს სტატუსის მქონე პირს უუქმდება აღნიშნული სტატუსი კონკრეტული წინაპირობების არსებობისას მომდევნო თვის 15 რიცხვისა და მიენიჭება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

ცვლილების შედეგად:
1. კვალიფიციური გადამხდელის სტატუსს მიიღებენ ის იურიდიული პირები, რომლებსაც ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში უფიქსირდებათ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია.
წინააღმდეგ შემთხვევაში პირი ჩაითვლება არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელად.

2. დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან ჩაითვლება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე

You may also like

X