November 2021
ADAMI Media Prize for Cultural Diversity in Eastern Europe has launched a new competition format this year – live TV project pitching with cultural diversity content from Armenia, Azerbaijan, Belarus, Georgia, Moldova and Ukraine.
Eight projects were selected as finalists by an international jury at the Cologne Film Festival. You can see the trailers and more information and each project here:
1. The Lion that Guards the City – Georgia
2. Bitter Sugar – Georgia
3. Prisoner from Dagestan –Georgia
4. Next Station – Azerbaijan
5. Separated – Armenia
6. Dudu and Lala – Ukraine
7. The Road to Slavalachia – Belarus
8. Lost in Moldova – Moldova
The winning project will be revealed at a live pitching show on 10 December. The show will be aired on the Georgian Public Broadcaster in Tbilisi, on other TV channels in the EU Eastern Partner countries and streamed online. You will have the opportunity to voice support for your favorite project.
წარმოგიდგენთ Clusters4Development -ის, 2020-2021-ი წლების, წლიურ ანგარიშს, სადაც ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი თომას კიმმესვენგერი საუბრობს ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის მნიშვნელობაზე.
ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი, 2021-ი წლის ივლისიდან, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრია.
წლიური ანგარიშის გასაცნობად, ეწვიეთ მოცემულ ლინკს.
პროექტი Clusters4Development ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით სტუდენტის სტატუსით ისარგებელებენ ის პირები რომლებიც სწავლობენ უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2021 წლის 12 ნოემბერს, მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხულ პირებს სტუდენტის სტატუსი ექნებათ.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, სტუდენტად არ ითვლება პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საკანონმდებლო ცვლილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ დამკვიდრდეს ერთიანი ტერმინოლოგია სტუდენტის განსაზღვრებასთან დაკავშირებით და არ გახდეს საჭირო სპეციალური ჩანაწერების გაკეთება. მაგალითად, მსგავსი სპეციალური ჩანაწერის საჭიროება მიმართულია, სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით, ვინაიდან ტერმინი სტუდენტი არ მოიცავს იმ პირებს, რომლებიც რეალურად სტუდენტებად საზღვრებს გარეთ აღირიცხებიან.
კომიტეტმა კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, განხილვისათვის მომზადებულად ცნო.
DWV აკვირდება კანონპროექტის განხილვის მიმდინარეობას და მისი ამოქმედებისთანავე გაცნობებთ იურიდიული სიახლის სახით.
BFP-ონლაინ-დელეგაცია თემაზე: ”სასტუმროების, რესტორნებისა და დასასვენებელი ადგილების ხარისხის, მათი ინტერიერის დიზაინის მოდერნიზაცია და მართვა.”

Nexia “წლის ქსელი” გახდა
CORPORATE RESPONSIBILITY AWARD 2021-ზე დამსწრე საზოგადოება ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ ხუთ პროექტს გაეცნო. განხორციელებული აქტივობებით, სამშენებლო კომპანია ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას.
,,ელემენტ კონსტრაქშენის“ პროექტები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ახალგაზრდა მეწარმეთა მხარდაჭერა, ხარისხიანი განათლება და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, სოციალური მეწარმეობის განვითარება, სამოქალაქო ინიციატივების წახალისება, ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო სტანდარტების დამკვიდრება.
,,პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო დღის წესრიგი და დაგვაყენა ახალი გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე. სწორად ამ დროს, განსაკუთრებით საჭიროა ბიზნესის აქტიური როლი, რათა არ შეფერხდეს 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება“, – აცხადებენ კომპანიაში.
,,კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021“-ის ცერემონია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივის – UN Global Compact-ის წევრია. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ინდუსტრიულ, ჰიდროტექნიკურ და სამოქალაქო მშენებლობას. ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ ფლობს ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 სერტიფიკატს.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების იურიდიულმა მრჩეველმა, ზურაბ ახალაძემ მონაწილეობა სამუშაო შეხვედრაში, თემაზე – ,,კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, მიღებული შედეგები და გამოწვევები’’
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების იურიდიულმა მრჩეველმა, ზურაბ ახალაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიცირებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში, თემაზე – ,,კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, მიღებული შედეგები და გამოწვევები.’’
სემინარი 4 და 5 ნოემბერს, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ დისკუსიის, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც განიხილეს შემდეგი საკითხები: კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ახალი სტრუქტურული მოწყობა, განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში – უწყების უფლებამოსილებები და პროცედურული ნორმები, კონკურენციის კანონის აღსრულება ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში, სასამართლოს როლი კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში, კონკურენციის სააგენტოს მიერ ანტიდემპინგური კანონმდებლობის აღსრულება და ა.შ.
სემინარში მონაწილეობდენ საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მარეგულირებელი ორგანოების, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, იურიდიული, საკონსულტაციო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
2021 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში ინიცირდა კანონპროექტი ,,დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ’’. მისი მიზანია,დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობისა და მიმოქცევასთან დაკავშირებულიურთიერთობების რეგულირება. კანონპროექტი ინფრასტრუქტურული და ფასიანიქაღალდების ბაზრის კანონმდებლობაში თანამედროვე სტანდარტების შემოღებას ემსახურება და იცავს ინვესტორებს. ამასთან, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ვაჭრობა გახდება უფრო მოქნილი და შესაბამისად ლიკვიდური.
კანონპროექტი განსაზღვრავს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ცნებას დაამგვარად, ის ადგენს საქართველოში არსებულ ფასიანი ქაღალდების მესამე კატეგორიას. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები არსებობს მხოლოდ ანგარიშზე ჩანაწერის სახით და მათზე საკუთრების უფლება დასტურდება სისტემის ამონაწერით. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შედეგად გაჩნდა, რომლის წყალობითაც აღარ არის საჭირო ფასიანი ქაღალდების მატერიალური ფორმით ფლობა ან მათი რეგისტრაცია.
კანონპროექტი ტოვებს ე.წ რეგისტირებული ფასიანი ქაღალდების რეჟიმს. ფასიანი ქაღალდი იქნება ისეთი ტიპის ქაღალდი, რომელიც შეიძლება იყოს კერძოდ გამოშვებული, ასევე შესაძლებელია მისი დემატერიალიზაციაც. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი, რეგისტრირებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრში და მასზე საკუთრების უფლებაც დასტურდება რეესტრში ჩანაწერით ან „სერთიფიკატით.ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონი ასევე არეგულირებს მატერიალური ფორმის ფასიან ქაღალდებს. მატერიალური ფორმით არსებობს საწარმდგენლო და საორდერო ფასიანი ქაღალდები. საწარმდგენლო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება
დასტურდება დოკუმენტის ფლობით, ხოლო საორდერო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში მესაკუთრის ვინაობა დოკუმენტზეა მითითებული. მართალია, საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ არეგულირებს არამატერიალურ ფასიან ქაღალდებს, თუმცა ის არ არეგულირებს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს. არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი განიმარტება, როგორც ფასიანი ქაღალდი, რომელიც არ არსებობს ქაღალდის ფორმით, მაგრამ არსებობს ჩანაწერის სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ნომინალური მფლობელების ჩანაწერებში რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის სახელზე, მაგალითად, არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი არის რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი.
DWV აკვირდება კანონპროექტის განხილვის მიმდინარეობას და მისი ამოქმედებისთანავე გაცნობებთ იურიდიული სიახლის სახით.
GEC Consulting არის საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელმაც კერძო და საჯარო ორგანიზაციებისთვისსაქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვისსაჭირო კონსულტაციების გაწევა 2010 წლიდან დაიწყო. GEC სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს და აქვს წარმომადგენლობაყაზახეთსა და ყირგიზეთში.
ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ კლიენტებს საქმიანობის გაუმჯობესებისგზების მოძიებაში, პოტენციალისა და ბიზნეს შესაძლებლობებისაღმოჩენაში და მდგრადი ორგანიზაციის შექმნაში. ამისთვის, GEC-შივიყენებთ სისტემურ
მიდგომას, რაც გულისხმობს კომპანიების სამდონეზე – ორგანიზაციული/სტრატეგიული, ბიზნეს პროცესები,თანამშრომელი/შემსრულებელი – ანალიზს. ჩვენი გამოცდილებაგვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ ეფექტურად და მივიღოთ მაქსიმალურად შედეგიანი გადაწყვეტილებები პარტნიორებისა დაკლიენტების კომპლექსური პროექტების განხორციელებისას.
გერმანიის ელჩმა საქართველოს კოვიდის საწინააღმდეგო წამლები გადასცა, რომლებიც ჩვენმა წევრმა, კომპანია DB Schenker-მა საქართველოში ჩამოიტანა





სიხარულით გვსურს გამცნოთ, რომ ჰილტონ ბათუმმა მოიპოვა საქართველოს წამყვანი სასტუმროს წოდება სტუმართმოყვარეობის ოსკარად წოდებულ 𝐖𝐨𝐫𝐥𝐝 𝐓𝐫𝐚𝐯𝐞𝐥 𝐀𝐰𝐚𝐫𝐝 𝟐𝟎𝟐𝟏 დაჯილდოებაზე! ხაზგასასმელია ის, რომ ხმის მიცემა შეეძლოთ არამხოლოდ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, არამედ სხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებსა და ტურისტებს.
,,ჩვენ გვიხარია ასეთი შეფასება და მადლობას ვუხდით ყველა ხმის მიცემაში მონაწილე ადამიანს. ჩვენ ვიაზრებთ, თუ რას ნიშნავს იყო საქართველოს წამყვანი სასტუმრო და მომავალში გულითადად შევეცდებით ჩვენი სტუმართმოყვარეობით კვლავ ვუმასპინძლოთ ჩვენს სტუმრებს” – განაცხადა ტორსტენ ველერმა, ჰილტონ ბათუმის გენერალურმა მენეჯერმა.
𝐖𝐨𝐫𝐥𝐝 𝐓𝐫𝐚𝐯𝐞𝐥 𝐀𝐰𝐚𝐫𝐝 1993 -ი წლიდან არსებობს. მისი მთავარი ამოცანაა, ტურიზმის ყველა მიმართულებით სხვადასხვა წარმატების აღნიშვნა და დაჯილდოება. დღესდღეობით, WTA მსოფლიოში მიიჩნევა, როგორც უალტერნატივო ხარისხის ნიშანი.