სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თანახმად, 2025 წლის გაზაფხულიდან, საქართველოს ბაზარზე ფრენებს British Airways და easyJet იწყებენ.
British Airways ლონდონი – თბილისი – ლონდონის მიმართულებით ფრენებს კვირაში 4-ჯერ შეასრულებს, რომლის ღირებულებაც 461 ევროდან დაიწყება. პირველი ფრენა 30 მარტს იგეგმება.
easyJet ლონდონის მიმართულებით 31 მარტიდან კვირაში 2-ჯერ იფრენს. ავიარეისები შესრულდება ასევე, ჟენევა – თბილისი – ჟენევას საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით და 1 აპრილიდან მილანი – თბილისი – მილანის მიმართულებით კვირაში 2-ჯერ.

„ეს ჩვენთვის გადამწყვეტი ნაბიჯია, რადგან საქართველოში ჩვენი სერვისების განვითარების გაგრძელება გვაქვს დაგეგმილი. დამატებითი ლოგისტიკური ფართობი საშუალებას მოგვცემს მზარდი ბიზნეს მოცულობები სწრაფად და მოქნილად ვმართოთ, და უზრუნველვყოთ მომხმარებლის კმაყოფილება”, – აცხადებს Gebrüder Weiss-ის საქართველოს გენერალური დირექტორი ალექსანდრე ხარლამოვი.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, DB Schenker საქართველო იწყებს ახალ სარკინიგზო-საკონტეინერო-სატრანსპორტო მომსახურებას, რომელიც დააკავშირებს საქართველოსა და ჩინეთს შუა დერეფნის მეშვეობით. ეს ინოვაციური მომსახურება საიმპორტო ლოგისტიკის ლანდშაფტში მნიშვნელოვან ცვლილებებს გულისხმობს და უზრუნველყოფს ტვირთების ყველაზე სწრაფ ტრანზიტს ჩინეთიდან საქართველოში.
ლყოფს სანდო და უსაფრთხო გზას ტვირთისთვის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან, გადაკვეთს ყაზახეთს, კასპიის ზღვას, გაივლის აზერბაიჯანს და საბოლოოდ სრულდება საქართველოში. აღნიშნული მულტიმოდალური სატრანსპორტო სისტემა, აერთიანებს რა რკინიგზასა და საზღვაო ტრანსპორტს, უზრუნველყოფს საკონტეინერო ტვირთების შეუფერხებელ და ეფექტურ გადაზიდვას.




