გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა კომპანიამ „ჰეგელმან მულტიმოდალ ჯორჯიამ“, ჩინეთიდან ევროკავშირში საქართველოს გავლით პირველი სატვირთო გადაზიდვა განახორციელა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა კომპანია ჰეგელმან მულტიმოდალ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორის მაია მგელაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.
განხორციელებული მარშრუტი ხაზს უსვამს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას საერთაშორისო ბაზარზე, როგორც სატრანზიტო კვანძს, და მიუთითებს, ჰეგელმან მულტიმოდალ ჯორჯიას ეფექტიანობასა და მათ ამოუწურავ შესაძლებლობებზე. სატვირთო გადაზიდვა შედგებოდა სამრეწველო სათადარიგო ნაწილებისა და წარმოებაში გამოყენებადი მასალებისგან, რომლებიც კომპანიამ, ადგილობრივი ავტოპარკითა და ქართული სანომრე ნიშნებით შეასრულა.
ჰეგელმან მულტიმოდალ ჯორჯია სთავაზობს კომპლექსურ სატრანსპორტო გადაწყვეტილებებს, რომლებიც სარკინიგზო, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საშუალებებს მოიცავს და მორგებულია ინდივიდუალურ მოთხოვნებზე, რაც საერთო ჯამში აძლიერებს გლობალურ კავშირებს და ეფექტური და ეკონომიკური სავაჭრო მარშრუტების შექმნით ჩინეთსა და ევროპას შორის, საფუძველს უყრის მომავალი განვითარების პერსპექტივებს. ეს მიღწევა განაპირობებს მომავალ ზრდას და ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს საერთაშორისო ლოგისტიკურ სფეროში.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.