ბორჯომი საერთაშორისო ბაზარზე პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებს და აშშ-ის ბაზარზე ფართომასშტაბიანი სტრატეგიით შედის.
ქართული მინერალური წყლის ბრენდი ამიერიდან ხელმისაწვდომია ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის პრემიუმ-სუპერმარკეტებში, ასევე ამაზონის საშუალებით მთელ აშშ-ში. აშშ კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ბაზრად ითვლება.
ასორტიმენტში შედის 135-წლიანი ისტორიის მქონე ტრადიციული მინერალური წყალი ბორჯომი, ბორჯომი არომა ბუნებრივი ხილის არომატებით და 100%-ით ბუნებრივი „ლიმონათი ბორჯომისგან“.
ახალი პლატფორმით „გაბედული ადამიანებისთვის“ ბორჯომი თავს იმკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფუნქციური სასმელების მიმართულებით. კამპანია მინერალური წყლის ბუნებრივ თვისებებს თანამედროვე კულტურასთან, მუსიკასა და ცეკვასთან აკავშირებს და მიზნობრივად ამერიკელ მომხმარებელს მიმართავს.
ამავდროულად, ბორჯომის მიზანია, ამერიკულ ბაზარზე საქართველო უფრო ხილვადი გახადოს. ბრენდი წარმოადგენს არა მხოლოდ პრემიუმ-მინერალურ წყალს, არამედ საქართველოს კულტურას, ისტორიასა და ხანგრძლივ ტრადიციებს.




პროგრამა “Bayern – Fit for Partnership”-ის ფარგლებში, 2025 წლის 6-11 ივლისს, გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV) ბავარიაში საქართველოს 22-კაციანი დელეგაცია წარადგინა. ვიზიტის მიზანი იყო რძისა და სურსათის გადამუშავების ინოვაციური ტექნოლოგიების გაცნობა და ბავარიულ კომპანიებთან ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.
„ეს ჩვენთვის გადამწყვეტი ნაბიჯია, რადგან საქართველოში ჩვენი სერვისების განვითარების გაგრძელება გვაქვს დაგეგმილი. დამატებითი ლოგისტიკური ფართობი საშუალებას მოგვცემს მზარდი ბიზნეს მოცულობები სწრაფად და მოქნილად ვმართოთ, და უზრუნველვყოთ მომხმარებლის კმაყოფილება”, – აცხადებს Gebrüder Weiss-ის საქართველოს გენერალური დირექტორი ალექსანდრე ხარლამოვი.

