fbpx
Startseite » news_ge » ფერმერების აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდა

ფერმერების აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდა

by Salome Mumladze

ფერმერებისთვის შეღავათიანი პირობებით დიზელის საწვავის მიწოდების პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტრო.

პროგრამაში რეგისტრაცია იწყება დღეიდან, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება 7 თებერვლიდან, ეტაპობრივად მოხდება.

საწვავის შეღავათიანი ფასით მიწოდებას ითვალისწინებს შეთანხმება, რომელიც სამინისტროსა და SOCAR Georgia Petroleum-ს შორის 29 იანვარს გაფორმდა.

მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2020 წელს პროგრამით 125,000 ფერმერმა ისარგებლა და მათ 7 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი მიიღეს. 2021 წელს კი „ფერმერებს აღარ მოუწევთ ქაღალდზე დაბეჭდილი დოკუმენტის წარდგენა ბენზინგასამართ სადგურებზე, ისინი ელექტრონული აპლიკაციით ისარგებლებენ“, განაცხადა მან.

პროგრამა ვრცელდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთაც გააჩნიათ საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე – 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი – არაუმეტეს 15,000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

სამინისტროს განმარტებით, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეისყიდონ SOCAR Georgia Petroleum-ის საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან – 16 თეთრის ფასდაკლებით.

საინფორმაციო სააგენტო სარკე
02.02.2021

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X