Startseite » news_ge » შეზღუდვების შემსუბუქება თებერვალში გრძელდება

შეზღუდვების შემსუბუქება თებერვალში გრძელდება

by DWV Admin
Covid-restrictions-Georgia-February

დღევანდელ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გამოცხადდა თებერვლის თვეში შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი, რაც ითვალისწინებს შემდეგს:

  • იმ ქალაქებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებული იყო, 8 თებერვლიდან შეზღუდვა იხსნება;
  • ასევე 8 თებერვლიდან გაიხსნება ბაზრობები;
  • 15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით გაიხსნება სკოლები და სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში;
  • 15 თებერვლიდან კვების ობიექტებს და რესტორნებს საშუალება ექნებათ, გახსნან ღია სივრცეები და მიიღონ სტუმრები;

აღნიშნული შემსუბუქება არ ეხება შაბათ-კვირას. ასევე ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21 საათიდან 5 საათამდე.
გარდა ამისა, სიახლეა ის, რომ

  • ნიღბის ტარების წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება;
  • სუბსიდირების პროგრამა რესტორნებთან ერთად შეეხება სპორტის ინდუსტრიას და კერძო საბავშვო ბაღებსაც;
  • რეგულაციების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას ვეღარ მიიღებენ.

შემდეგი შეზღუდვების მოხსნა განიხილება 15 თებერვლის შემდეგ.

You may also like

X
Skip to content