2024 წლის პირველ ექვს თვეში ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სულ 54,5 მილიონი ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 156,7 მილიონი აშშ დოლარია, საქართველოდან 61 ქვეყანაში იქნა ექსპორტირებული. ეს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია. ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გაზრდილია 24%-ით.
საექსპორტო ქვეყნებიდან გერმანია განსაკუთრებით გამოირჩევა: ღვინის ექსპორტის 34%-იანი ზრდით 674,000 ლიტრამდე, გერმანული ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე ლიდერია. შედეგად, კიდევ უფრო მეტი ღვინის მწარმოებელი გამოთქვამს სურვილს, შევიდეს გერმანულ ბაზარზე.
გერმანიის გარდა, სხვა ქვეყნებმაც მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენეს: პოლონეთმა 19%-ით (3,1 მილიონი ლიტრი), აშშ-მა 53%-ით (654,000 ლიტრი), დიდმა ბრიტანეთმა 28%-ით (182,500 ლიტრი) და კანადამ 110%-ით (121,300 ლიტრი).
გერმანია ღვინის მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვის სხვა კუთხითაც საინტერესოა. გერმანული ლოგისტიკური ცენტრები ქართულ კომპანიებს სთავაზობენ თანამედროვე საწყობებს და ასევე ეფექტიან დისტრიბუციას მთელ ევროპაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული ექსპორტიორები გერმანიის გავლით ახდენენ თავიანთი პროდუქციის სწრაფად და ნაკლები დახარჯებით დისტრიბუციას სხვა ევროპულ ბაზრებზე.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) მხარს უჭერს ამ ტენდენციას თავისი ახალი პარტნიორობით EUROVINO-სთან, ახალ საერთაშორისო ღვინის გამოფენასთან, რომელიც Messe Karlsruhe-ის მიერ არის ორგანიზებული. გამოფენა გაიმართება 2025 წლის 9-10 მარტს. დამატებითი ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: https://dwv.ge/ge/


გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, DB Schenker საქართველო იწყებს ახალ სარკინიგზო-საკონტეინერო-სატრანსპორტო მომსახურებას, რომელიც დააკავშირებს საქართველოსა და ჩინეთს შუა დერეფნის მეშვეობით. ეს ინოვაციური მომსახურება საიმპორტო ლოგისტიკის ლანდშაფტში მნიშვნელოვან ცვლილებებს გულისხმობს და უზრუნველყოფს ტვირთების ყველაზე სწრაფ ტრანზიტს ჩინეთიდან საქართველოში.
ლყოფს სანდო და უსაფრთხო გზას ტვირთისთვის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან, გადაკვეთს ყაზახეთს, კასპიის ზღვას, გაივლის აზერბაიჯანს და საბოლოოდ სრულდება საქართველოში. აღნიშნული მულტიმოდალური სატრანსპორტო სისტემა, აერთიანებს რა რკინიგზასა და საზღვაო ტრანსპორტს, უზრუნველყოფს საკონტეინერო ტვირთების შეუფერხებელ და ეფექტურ გადაზიდვას.