Startseite » news_ge » საქართველოს ბანკი: „უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“

საქართველოს ბანკი: „უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“

by DWV Admin

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა კომპანიამ, საქართველოს ბანკმა, რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, ახალი პროექტი „უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“ წამოიწყო.

პროექტი მიზნად ისახავს, თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით დაეხმაროს რეგიონულ ბიზნესებს, რათა მათ უკეთ შეძლონ, მომხმარებელთან კონტაქტი და  საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების უკეთ რეალიზაცია. უფრო კონკრეტულად, კი-პროექტი გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით მცირე და საშუალო სხვადასხვა სექტორის ბიზნესისთვის ვებგვერდის დამზადებას, მასში გადახდების სისტემების დანერგვას, პლატფორმის მართვის ტრენინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.

პროექტი „უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“-ში მონაწილე ბიზნესებიდან, აღსაღნიშნავია იმერეთის რეგიონი, სადაც 25-მდე ბიზნესი გაციფრულდა. იმერეთის რეგიონის გარდა, პროექტში ჩართულები იქვნენ: თბილისიდან, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებიდან. საერთო ჯამში, კი პროექტის დასრულებისას, ყველა რეგიონიდან 300-მდე ბიზნესი გაციფრულდება.

You may also like

X
Skip to content