საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე მიზნად ისახავს ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებას.
ბრძანებაში განსაზღვრული ნორმები სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისათვის და უცხოური ბანკების ფილიალებისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო კავშირებისთვის და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის.
ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე, მომხმარებელში იგულისხმება საფინანსო პროდუქტის მიმღები ან ასეთი განზრახვის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარდა ფინანსური ორგანიზაციისა.
ახალი წესების შემუშავება განპირობებულია, ერთი მხრივ, კანონმდებლობის ევროდირექტივებთან დაახლოების მიზნით, მეორე მხრივ, საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის, ასევე, საფინანსო სექტორისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლების და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით.
ცვლილებების სანახავად გადადით ბმულზე