ძველი სანომრე ნიშნების ახალი კომბინაციის ნომრებით შეცვლა შსს-ს მომსახურების სააგენტოში 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
ახალი სანომრე ნიშანი გულისხმობს 4 ლათინური ასოს და 3 ციფრის კომბინაციას, ხოლო სატრანსპორტო საშუალების ძველი სანომრე ნიშანი 3 ლათინური და 3 ციფრის კომბინაციისგან შედგება.
სანომრე ნიშნების შესაცვლელად სტანდარტული მომსახურება, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე იურიდიული პირებისთვის შეადგენს 72 ლარს, თუმცა განსხვავებული ტარიფი აქვს ფასიან ნომრებს.
იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება სატრანსპორტო საშუალების ძველი (სამციფრიანი) სანომრე ნიშნის ახალი ნომრით ჩანაცვლება, ჯარიმა რეგისტრაციის წესის დარღვევისთვის შეადგენს 200 ლარს.
მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები არ არის შეცვლილი.