15 მარტს, საქართველოს პარლამენტში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) აღმასრულებელი დირექტორი, თომას კიმმესვენგერი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრს, მიხეილ დაუშვილს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ორგანიზაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, იურისტი ნუცა ბიბილაშვილი.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მის მთავარ თემას სამომავლო თანამშრომლობის საკითხები წარმოადგენდა. საუბარი შეეხო, ეკონომიკის სფეროს წახალისების მექანიზმებს COVID-19 პანდემიის პირობებში და ამ მიმართულებით სამართლებრივი თვალსაზრისით დაგეგმილ ღონისძიებებს.
შეხვედრის საკვანძო საკითხებს წარმოაგდენდა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები.
ორივე მხარემ შეხვედრა შეაფასა ნაყოფიერად და გამოთქვა მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობის სურვილი. ასევე გამოითქვა ბიზნესთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე აქტიურად ჩართულობისთვის მზადყოფნა.