დანიურმა ლოგისტიკურმა კომპანიამ Maersk-მა წარმატებით დაასრულა პირველი სატესტო მიწოდება იაპონიიდან ევროპაში შუა დერეფნის გავლით. ეს მარშრუტი, რომელიც გადის საქართველოში ფოთის პორტზე, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როგორც გლობალური მიწოდების ჯაჭვის ალტერნატივა.
Maersk-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი დანელიას თქმით, შუა დერეფანი ვითარდება სტრატეგიულ კავშირად ჩინეთიდან, იაპონიიდან და კორეიდან საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით საქონლის ევროპაში ტრანსპორტირებისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს გლობალური სავაჭრო გზების დივერსიფიკაციას და სტაბილიზაციას.
February 2025
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, ელემენტ ჰოლდინგი, კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2024” გამარჯვებულია. კომპანია დაჯილდოვდა პროექტისთვის „სამშენებლო სექტორის მომზადება ევროკოდებისთვის“.
განხორციელებული აქტივობა კონკურსის ნომინაციას „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ ეკუთვნის, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარეობს. ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ელემენტ ჰოლდინგის, როგორც კომპანიის მაღალ სოციალურ თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობას.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა კომპანიამ, DB Schenker-მა, ავსტრიაში, ქალაქ ლინცში, ახალი საკონსოლიდაციო ჰაბი დააფუძნა. ეს სტრატეგიული მდებარეობა, ახალ შესაძლებლობებს იძლევა. DB Schenker მომხმარებელს სთავაზობს მომგებიან ტარიფებსა და საუკეთესო სატრანზიტო დროს სახმელეთო გადაზიდვებისთვის.
ახალი ჰაბის უპირატესობები:
სტრატეგიული ადგილმდებარეობა ცენტრალური და დასავლეთ
ევროპული ტვირთებისთვის
ხარჯთეეფექტური გადაწყვეტილებები გაუმჯობესებული
კონსოლიდაციის მომსახურებით
სწრაფი სატრანზიტო დრო ძირითად დანიშნულების წერტილებამდე
დამატებითი ინფორმაციისთვის ან თქვენი მოთხოვნების განსახილველად, დაუკავშირდით კომპანიას, შემდეგ ელ ფოსტაზე: ge.sm.tbs.marketingtbilisi@dbschenker.com
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.
DWV-ის წევრი კომპანია ProCredit ბანკი ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად დაფინანსების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ქალი მეწარმეებისთვის დაკრედიტების სპეციალური პირობები იფუნქციონირებს. პროექტის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, ასევე, დამატებითი საკონსულტაციო და სატრენინგო სერვისებიც.
დაფინანსების სპეციალური პირობები პროკრედიტ ბანკისგან გულისხმობს სესხზე შემცირებულ საპროცენტო განაკვეთს – სტანდარტულს – 0,5% და შეღავათს გირაოსა და გაცემის საკომისიოზე.
საკონსულტაციო და სასწავლო კურსები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ლიდერობა, ფინანსური მენეჯმენტი, ბიზნესის მართვა და სხვა, რაც კომპანიის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს.
ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?
პროგრამაში ჩასართავად საჭიროა, რომ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის დირექტორთა საბჭოს 50%-ს და მეტს ქალი დირექტორები შეადგენდნენ.
2023 წლის წლიური ანგარიშის მონაცემებმა ცხადყო აუდიტის ბაზრის განვითარების პოზიტიური დინამიკა საქართველოში. გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აუდიტის ბაზარი წინა წელთან შედარებით 11%-თ გაიზარდა და წამყვანი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის საერთო შემოსავალმა 114 723 526 ლარს მიაღწია.
ამ დროისთვის, საქართველოში 272 აუდიტორული კომპანიაა დარეგისტრირებული. ყველაზე მსხვილ აუდიტორული კომპანიების რეიტინგში კი- საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები დომინირებენ.
აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ათეულის რეიტინგში, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანიები წამყვან ადგილებს იკავებენ: რეიტინგის სათავეშია BDO Georgia, რომელმაც 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს 18%-იანი საშემოსავლო ზრდა დააფიქსირა და რეიტინგში, მეორედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ათეულში პოზიციები გაიუმჯობესა Nexia Georgia-მაც, რომელიც 21%-იანი საშემოსავლო ზრდით, მეხუთე პოზიციაზეა. წლიური ანგარიშის მონაცემების საფუძველზე, აუდიტორული კომპანიების რეიტინგში წინა წელთან შედარებით 19%-იანი საშემოსავლო ზრდით, ასევე მოხვდა DWV-ს წევრი გრანთ თორნთონიც.
2023 წლის წამყვანი აუდიტორული კომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. BDO Georgia– 21,936,582 მ. ₾
2. PWC Georgia– 20,875,643 მ. ₾
3. EY Georgia– 17,979,187 მ. ₾
4. KPMG Georgia– 13,378,175 მ. ₾
5. Nexia Georgia– 12,202,942 მ. ₾
6. FMG (HLB Georgia)- 8,765,285 მ. ₾
7. Deloit & Tush– 7,176,381 მ. ₾
8. RSM Georgia– 5,215,633 მ. ₾
9. Grant Thornton– 4,912,316 მ. ₾
10. Ecovis -4,034,834 მ. ₾
რეიტინგი reportal.ge-ზე გამოქვეყნებულ საჯარო ფინანსურ ანგარიშებს ეფუძნება. წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს აუდიტორული კომპანიების მთლიან შემოსავლებს, მათ შორის აუდიტორული ანგარიშგებების მომზადებიდან, საბუღალტრო მომსახურებებიდან, საკონსულტაციო, მართვის, იურიდიული და სხვა სერვისების მიწოდებიდან.
საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად მერვედ ახორციელებს აქსელერაციის პროგრამას საქართველოში
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, საქართველოს ბანკი, 500 Global-თან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად საქართველოში 2020 წლიდან ახორციელებს აქსელერაციის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს, სტარტაპებს გაუზიაროს საჭირო ექსპერტიზა და დაამყარებინოს ახალი კავშირები, რაც მათ სწრაფ ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.
ეს არის 12 კვირიანი აქსელერაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ორ კვირიანი ინტენსიური კურსი ბიზნესის სტრატეგიის, მომხმარებელთა ბაზის განვითარების, მარკეტინგული ზრდისა და პროდუქტის დიზაინის მიმართულებით. დასკვნით ღონისძიებაზე – Demo Day-ზე კი გადამზადებული სტარტაპები თავიანთ პროგრამას მოწვეულ სტუმრებს წარუდგენენ.
აქსელერაციის პროგრამაში მისაღებად ეწვიეთ ამ ბმულს.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.