2023 წლის წლიური ანგარიშის მონაცემებმა ცხადყო აუდიტის ბაზრის განვითარების პოზიტიური დინამიკა საქართველოში. გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აუდიტის ბაზარი წინა წელთან შედარებით 11%-თ გაიზარდა და წამყვანი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის საერთო შემოსავალმა 114 723 526 ლარს მიაღწია.
ამ დროისთვის, საქართველოში 272 აუდიტორული კომპანიაა დარეგისტრირებული. ყველაზე მსხვილ აუდიტორული კომპანიების რეიტინგში კი- საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები დომინირებენ.
აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ათეულის რეიტინგში, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანიები წამყვან ადგილებს იკავებენ: რეიტინგის სათავეშია BDO Georgia, რომელმაც 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს 18%-იანი საშემოსავლო ზრდა დააფიქსირა და რეიტინგში, მეორედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ათეულში პოზიციები გაიუმჯობესა Nexia Georgia-მაც, რომელიც 21%-იანი საშემოსავლო ზრდით, მეხუთე პოზიციაზეა. წლიური ანგარიშის მონაცემების საფუძველზე, აუდიტორული კომპანიების რეიტინგში წინა წელთან შედარებით 19%-იანი საშემოსავლო ზრდით, ასევე მოხვდა DWV-ს წევრი გრანთ თორნთონიც.
2023 წლის წამყვანი აუდიტორული კომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. BDO Georgia– 21,936,582 მ. ₾
2. PWC Georgia– 20,875,643 მ. ₾
3. EY Georgia– 17,979,187 მ. ₾
4. KPMG Georgia– 13,378,175 მ. ₾
5. Nexia Georgia– 12,202,942 მ. ₾
6. FMG (HLB Georgia)- 8,765,285 მ. ₾
7. Deloit & Tush– 7,176,381 მ. ₾
8. RSM Georgia– 5,215,633 მ. ₾
9. Grant Thornton– 4,912,316 მ. ₾
10. Ecovis -4,034,834 მ. ₾
რეიტინგი reportal.ge-ზე გამოქვეყნებულ საჯარო ფინანსურ ანგარიშებს ეფუძნება. წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს აუდიტორული კომპანიების მთლიან შემოსავლებს, მათ შორის აუდიტორული ანგარიშგებების მომზადებიდან, საბუღალტრო მომსახურებებიდან, საკონსულტაციო, მართვის, იურიდიული და სხვა სერვისების მიწოდებიდან.