ძვირფასო DWV-ს წევრებო,
2026 წლის 26 აპრილს სასტუროში The Biltmore Tbilisi, უძრავი ქონების ჰაბი, Property Georgia და FIABCI-Georgia ექსკლუზიური შეთავაზებების სექტორის მთავარ ღონისძიებაზე – 𝐏𝐑𝐎𝐏𝐄𝐑𝐓𝐘 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄 Spring 𝟐𝟎𝟐𝟔 – გეპატიჟებათ.
PROPERTY EXCLUSIVE 2026 ერთ სივრცეში B2B/B2C ფორმატში წარმოაჩენს სხვადასხვა შეთავაზებებს უძრავი ქონების და სექტორისთვის სერვისების მომწოდებელი სხვადასხვა კომპანიებისგან: სამშენებლო-დეველოპერული დასამშენებლო კომპანიები, არქიტექტურული ბიუროები, სამშენებლო მასალების მწარმოებლები, სამშენებლო მასალების ჰიპერმატკეტები, HVC, ელექტრო და სმარტ ტექნოლოგიების კომპანიები და ა.შ.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ ბიზნეს პარტნიორებს, გაზარდონ კომპანიის ცნობადობა, მოახდინონ გაყიდვების სტიმულირება და წარმოჩინდნენ, როგორც მსოფლიოს პრემიუმ უძრავი ქონების ნაწილი საქართველოდან!
ღონისძიება გაიხსნება უძრავი ქონების თემატური საუბრებით Property Talks.
დამსწრე აუდიტორია და ვიზიტორები:
- უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლები;
- უძრავი ქონების ექპერტები;
- ინვესტორები;
- უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირები;
- საბროკერი კომპანიების წარმომადგენლები;
- უძრავი ქონების სექტორისთვის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები;
- თავისუფალი ვიზიტორები;
თარიღი: 26 აპრილი, 2026
მისამართი: სასტუმრო The Biltmore Tbilisi, რუსთაველის გამზ. 29, თბილისი 0108.
დასწრება უფასოა!
დასწრების სურვილის შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია ამ ბმულზე.
პროექტის პარტნიორია გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV).














