Startseite » news_ge » მოგზაურობა იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის სამყაროში

მოგზაურობა იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის სამყაროში

by Salome Mumladze
საქართველოს წამყვანი მუსიკალური ბიზნესკომპანია ბრავო რექორდსის” ინიციატივით და გერმანიის საელჩოსა და DWV-წევრების Knauf-სა და ProCredit Bank-ის მხარდაჭერით, ცნობილი გერმანელი ორღანისტი, კლავესინისტი და დირიჟორი, ბ-ნი იორგ ჰალუბეკი, მსმენელს იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის სამყაროში ამოგზაურებს.

ბ-ნი იორგ ჰალუბეკი ლინცის და შტუტგარტის სახელმწიფო მუსიკალური უნივერსიტეტების პროფესორია, იგი ასევე ითვლება შუა საუკუნეების ინსტრუმენტებზე – ორღანსა და კლავესინზე, მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო შემსრულებლად.

ღონისძიება გაიმართება 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.

You may also like

X