გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი TBC Bank, ტექნოლოგიების მოყვარულებს საინტერესო შესაძლებლობას სთავაზობს. პროგრამა „ჰაკათონი”-ს ფარგლებში ბანკი დეველოპერებს, დიზაინერებს, პროდუქტის მენეჯერებს, ტექ ენთუზიასტებს და სტუდენტებს, შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ თანამედროვე ინოვაციების გამოწვევაში და საკუთარ გუნდთან ერთად შექმნან ინოვაციური ფუნქციონალის მქონე საბანკო ციფრული პროდუქტი, გადაჭრან რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემები და მიიღონ ახლებური გადაწყვეტილებები ციფრული ბანკის სამყაროში.
„ჰაკათონ”-ში მონაწილეობის მსურველ გუნდებს (2-4 მონაწილე) შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ ინდუსტრიის ექსპერტებთან და გამარჯვების შემთხვევაში მიიღონ ფულადი ჯილო:
- I ადგილი – 10,000 ლარი
- II ადგილი – 6,000 ლარი
- III ადგილი – 4,000 ლარი
ღონისძიება გაიმართება 18-20 ოქტომბერს. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი.
რეგისტრაციის ბმული იხილეთ აქ.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით: techxplore@tbcbank.com.ge
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.