fbpx
Startseite » news_ge » თიბისის მობაილბანკი: 2024 წლის საუკეთესო ციფრული ბანკი და ინოვაციების ლიდერი საქართველოში

თიბისის მობაილბანკი: 2024 წლის საუკეთესო ციფრული ბანკი და ინოვაციების ლიდერი საქართველოში

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა, თიბისი ბანკის მობაილბანკმა 2024 წელს მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა, როდესაც საერთაშორისო გამოცემებმა EUROMONEY და Global Business and Finance Magazine-მა იგი საქართველოში, “საუკეთესო ციფრულ ბანკად ” დაასახელეს. გარდა ამისა, თიბისიმ Global Business and Finance Magazine-ის  კიდევ ორ კატეგორიაში გაიმარჯვა:
ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი საქართველოში” და
საუკეთესო ციფრული ბანკის ბრენდი საქართველოში”.

თიბისის მობაილბანკის  სიახლეებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია, ერთგული ქულების ლარებში გადაცვლის შესაძლებლობა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ეს თანხა პირადი მოხმარებისთვის გამოიყენოს.  სიახლეებია თანხის განაწილების სისტემაშიც, რაც გულისხმობს ფინანსების 6-დან 36 თვემდე ვადით გადაანაწილების შესაძლებლობას.  საინვესტიციო პლატფორმის სიახლეების წყალობით კი, მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან ფავორიტი აქციების სია და ადვილად მოიძიონ სასურველი ინფორმაცია რჩეულ კომპანიებზე.
მობილბანკის კიდევ ერთი პრაქტიკული ფუნქციაა თიბისის ნაკრების გამოწერა”, რაც გულისხმობს,  ახალი ბარათების დამატებას პირდაპირ მობაილბანკიდან, ფილიალში მისვლის გარეშე.
ავტო კომფორტის“ სერვისი  მძღოლებს,  ჯარიმების გადახდას უმარტივებს. გარდა ამისა, თიბისის მობაილბანკი კიდევ უფრო ამარტივებს თანხების მომენტალურ გადარიცხვას სხვა ბანკებში.

თიბისის მიერ განხორციელებული ინოვაციები, ისევე როგორც, ავტორიტეტული გამოცემების მიერ ბანკის აღიარება, კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანკის სწორი კუთხით განვითარებასა და ხაზს უსვამს, მის გამორჩეულობას საქართველოს საბანკო სექტორში.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტიაქ.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X