fbpx
Startseite » news_ge » მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას საქართველო წელს პირველად მასპინძლობს

მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას საქართველო წელს პირველად მასპინძლობს

by Salome Mumladze

საქართველო, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას პირველად უმასპინძლებს. წლევანდელი თემატიკაა „ტურიზმი და მშვიდობა“. დაგეგმილ ღონისძიებას სასტუმრო „პარაგრაფი თბილისში“ მასპინძლობს.

მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ: მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს-სექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორიდან.

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის მასშტაბური ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ტურიზმის ინდუსტრიის მიმართულებით გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X