fbpx
Startseite » news_ge » ახალი იმედი L

2024 წელს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი, იმედი L-ი საქართველოს კაპიტალის ქვეშ მყოფ სადაზღვევო ჯგუფში გაერთიანდა, რაც ნიშნავს, რომ კომპანია დაზღვევის ყველა სახეობაში იქნება წარმოდგენილი არასიცოცხლის დაზღვევის თითქმის ყველა სახეობით, იქნება ეს ქონების დაზღვევა, ავტოდაზღვევა თუ სხვა.

იმედი L დიდი ხანია, კორპორაციული სეგმენტის მხარდაჭერაზე ზრუნავს. ყავს არაერთი ერთგული პარტნიორი სხვადასხვა სექტორიდან, რომლებიც ათ წელზე მეტია კომპანიასთან თანამშრომლობენ, დღეისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის პორტფელში 1,000-ზე მეტი კორპორაციული მომხმარებელი ყავს. იმედი L არა მარტო მოზიდული პრემიის, არამედ ანაზღაურებული ზარალის მიხედვითაც მოწინავეა, კომპანიამ 2023 წელს მომხმარებელს 63 მილიონ ლარზე მეტი აუნაზღაურა.  

იმედი L-ის მომხმარებელს დღეისათვის თითქმის ყველა სერვისის მიღება დისტანციურად შეუძლია. კომპანიის პროცესები და ოპერაციების ჯაჭვი თითქმის მთლიანად ციფრულია, იქნება ეს პარტნიორებთან, მომხმარებელთან ურთიერთობა თუ მონაცემების დამუშავება. მომხმარებელს ყველა მისი საჭირო მომსახურებით სარგებლობა შეუძლია განახლებული აპლიკაციით, პორტალითა და ჩატბოტით.

იმედი L-ის ამ წლის გეგმა საცალო დაზღვევის ბაზარზე აქტიურად შესვლა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით პროდუქტების განვითარებაა. კომპანიას მრავალფეროვანი შეთავაზებები ექნება როგორც არსებული, ისე ახალი მომხმარებლებისთვის.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X