გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრმა „სათიბე“-მ, 20 სექტემბერს, სათიბე-პროექტის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა პროექტის არქიტექტურული და კულტურული გეგმა. პროექტის ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებთან სიტყვით წარსდგა ასევე, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) აღმასრულებელი დირექტორი, ბ-ნ თომას კიმესვენგერი.
სათიბე არის ახალი დასახლება სოფელ ორბეთის მახლობლად, რომელსაც ყავს 250-მდე შეძენილი ოჯახი და ამჟამად მუშაობს მისი განვითარების გეგმაზე. გეგმა მოიცავს, როგორც საცხოვრებელი სახლების, ასევე სარეკრეაციო ზონის განვითარებას. გასათვალისწინებელია, რომ გეგმის დასრულების შემდეგ, სოფელი ორბეთი და სათიბე იქნება პირველი დასახლება საქართველოში, რომელიც ვითარდება წინასწარ დადგენილი განაშენიანების გეგმის მიხედვით.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.