გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი, გრანთ თორნთონ (საქართველო), მომხმარებელს განახლებულ ინოვაციურ და მრავალფეროვან სერვისების პაკეტს სთავაზობს. კომპანიის მიერ არჩეული ახალი მიმართულება, უპასუხოს ბიზნესის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს, მიზნად ისახავს კომპანიების დღის წესრიგში არსებული სირთულეების გადაჭრის მდგრადი მეთოდების შეთავაზებას, რომლებიც ინდივიდუალურად, მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული.
–ბიზნეს კონსულტაცია– ბიზნეს ტრანსფორმაცია, მონაცემთა ანალიტიკა, ფინანსური მართვა და ოპერაციების გაუმჯობესება
– პროექტების მართვა და კონსულტაცია
– ფინანსური რისკები და მოდელირების სერვისები
– Due Diligence (ტრანზაქციების საკონსულტაციო სერვისები)
– შეფასება
– კვლევა & სტრატეგია
– მდგრადი განვითარების (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ESG) საკითხები
– HR კონსულტაცია
ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც გრანთ თორნთონის გუნდი იქნება ორიენტირებული.
გრანთ თორნთონი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო კომპანიების ქსელია, რომელიც 150-ზე მეტ ქვეყანაში, 73,000-ზე მეტი თანამშრომლითაა წარმოდგენილი. კომპანია მომხმარებლებს მაღალი ხარისხის სერვისებს სთავაზობს.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.