fbpx
Startseite » news_ge » Element Construction: ინოვაციური პროექტები, რომლებიც მომავალს ქმნიან

Element Construction: ინოვაციური პროექტები, რომლებიც მომავალს ქმნიან

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი, ელემენტ კონსტრაქშენი
„თბილისი დრაი პორტის“ დაკვეთით, ლოგისტიკური ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ
ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს.

კომპანია მშრალი ტვირთების სასაწყობო ცენტრს აშენებს, რომელიც თბილისში,
რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციების გამოყენებით, მიმდინარეობს. ელემენტ
კონსტრაქშენია პროექტის აღნიშნული ნაწილის პროექტირების ავტორიც.

პროექტის კონცეფცია მოიცავს მშრალი პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას
საკონტეინერო, სარკინიგზო, საავტომობილო და სასაწყობო მიმართულებებით.
გეგმის მიხედვით, პორტი მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ
გადაიქცევა რეგიონის ლოგისტიკურ ცენტრად.

ელემენტ კონსტრაქშენი 2007 წელს დაარსდა და დღემდე, ქვეყნისთვის არაერთი
მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. კომპანიის მიმართულებებია:
ლითონკონსტრუქციების წარმოება-მონტაჟი, სამრეწველო იატაკები,
ინდუსტრიული ობიექტების პროექტირება-ოპტიმალური კონსტრუქციული და სხვა
ტექნიკური გადაწყვეტები, ჰიდროიზოლაციის სისტემები, სარემონტო სამუშაოები
და საინჟინრო სისტემების მონტაჟი.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი  აქ.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X